ახალი ამბები
62 წლის მარინე ხოხაშვილს ყოველთვიურად 12 000 ლარის ღირებულების პრეპარატი ჭირდება
62 წლის მარინე ხოხაშვილი 2 წელია მძიმე სენს - ფილტვის სიმსივნის მეოთხე სტადიას ებრძვის.

მას ყოველთვიურად 12 000 ლარის ღირებულების პრეპარატი - ტაგრისო ჭირდება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არ ფინანსდება, ოჯახს კი სახსრები არ გააჩნია აღნიშნული პრეპარატის შესაძენად. 

,, ისი სიცოცხლე ყოველთვიურად აღნიშნული წამლის მიღებაზეა დამოკიდებული. უმორჩილესად გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ოჯახის სატკივარი და გავუხანგძლივოთ სიცოცხლე ქალბატონ მარინეს, რომელსაც სიცოცხლე, როგორც ყველას, ძალიან უყვარს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ'' - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ოჯახის ახლობლებმა გაავრცელეს.

საქართველოს ბანკი: GE83BG0000000498585427

მიმღები: ლია დემურიშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები