ახალი ამბები
კასპის ტერიტორიაზე საბურავები ჯერ ბუჩქებში დამალეს, მერე - დაწვეს
შიდა ქართლის ტერიტორიაზე ღია წესით საბურავების წვის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გამოვლენილია სულ 5 შემთხვევა.

როგორც ირკვევა, კონკრეტული საწარმოების ტერიტორიაზე საბურავის ნარჩენებს ღია წესით წვავენ. ერთ-ერთი შემთხვევის დროს, საბურავები ჯერ ბუჩქებში მოათავსეს, შემდეგ დაწვეს.

მოქალაქეებმა დაარღვიეს როგორც ფოთლებისა და ბაღის ნარჩენების წვის წესები, ასევე ე.წ. ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის წესი.

პირველი მათგანი ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას, ხოლო მეორე - 1500 ლარს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები