ახალი ამბები
გორის მერიის 2020-21 წლების საქმიანობას სახელმწიფო აუდიტი სწავლობს
გორის მერიის 2020-21 წლების საქმიანობას სახელმწიფო აუდიტი სწავლობს. სპეციალისტები მერიაში გასულ კვირას გამოჩნდნენ.

გორის მერიის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის დასკვნა 2022 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

როგორც სახელმწიფო აუდიტის პრეს-სამსახურში გვითხრეს, ეს არის გეგმიური შემოწმება, რომელიც სავარაუდოდ 2 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება.

გორში, მსგავსი სახის - ,,2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის დასკვნა'' 2014 წელს გამოქვეყნდა. რაც შეეხება 2019 წელს, ამ დროს, სახელმწიფო აუდიტმა მხოლოდ მუნიციპალური პროგრამები შეაფასა.

რას ნიშნავს საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი? აუდიტის მიზანია 2020-21 წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება.

მიღებული მმართველობითი გადაწყვეტილებების ეკონომიურობისა და მართლზომიერების შეფასება.

აუდიტი სწავლობს თუ როგორ შეადგინეს და შეასრულეს ბიუჯეტი; ასევე, სახელმწიფო შესყიდვებს, ქონების განკარგვას და ა.შ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები