ახალი ამბები
გორის ცენტრში სახალხო რეცეპტარის ტრიფონ გამსახურდიას მონუმენტი დადგეს
გორის ცენტრში სახალხო რეცეპტარის ტრიფონ გამსახურდიას მონუმენტი დადგეს. მონუმენტით გაცოცხლებულია ცნობილი აფთიაქარის საქმიანობა.

ის აფთიაქის წინ სკამზე ზის, ხელთ უკავია რეცეპტი და ელოდება იმ ადამიანს, ვისაც მისი რეცეპტი ჭირდება.

ტრიფონ გამსახურდიას ცხოვრების შესახებ წიგნი გორელმა მწერალმა ვახტანგ ჭანკოტაძემ გამოსცა. ამ წიგნის მიხედვით,  ტრიფონ გამსახურდიას და მისი ოჯახისათვის ცხოვრების ყველაზე უფრო ხანგრძლივი და ნაყოფიერი შრომის ეტაპი 1924 წლიდან იწყება, როდესაც გორში გადმოვიდა საცხოვრებლად.

,,გორის, ე.წ. ძველი აფთიაქის რეცეპტარი, კასპის რაიონის სოფ. წითელქალაქის აფთიაქის გამგე, პროფკავშირის სამაზრო გამგეობის თავმჯდომარე, საოლქო გამგეობის თავმჯდომარე, რაიონული პროფსაბჭოს გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი, გორის რაიონის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე, გორის რაიონის სოფ. ტყვიავის აფთიაქის გამგე, ქ. გორის პირველ აფთიაქში რეცეპტარ-კონტროლიორი და ა.შ." - აღნიშნავს ვახტანგ ჭანკოტაძე.

აფთიაქში, რომელიც მანამდე წერეთლის ქუჩაზე იყო გახსნილი, იმუშავა ტრიფონ გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო წუთებამდე.

არჩეული იყო ქ. გორის საქალაქო საბჭოს დეპუტატად, ასევე გორის რაიონული საბჭოს აღმასკომის პრეზიდიუმის წევრად.

გორის ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ მუშაობის პერიოდში, მისი თაოსნობით და უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო და ამუშავდა ქალაქის ტუბდისპანსერი, რომელიც აღიჭურვა, იმდროისთვის საუკეთესო, რენტგენის, ფიზიოთერაპიის კაბინეტებით და ბიოქიმიის ლაბორატორიით.

იხ. უფრო ვრცლად 

გორის სახალხო რეცეპტარი ტრიფონ გამსახურდია - რეპრესიებიდან აღიარებამდე

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები