ახალი ამბები
ბიბილოვმა წნელისელებს უთხრა, რომ საგუშაგოს გამო ომი არ მოხდება
,,ჩვენ ომი არ გვინდა. უკანონო პოსტის საკითხს  გადავწყვეტთ ჟენევის მოლაპარაკებებზე და IPRM-ის შეხვედრებზე'' - განაცხადა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა წნელისში.

სააგენტო ,,რესის'' ცნობით, ის შეხვდა როგორც სამხედროებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას.

ბიბილოვის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მოწყობილი პოსტის გაუქმება სამხედრო გზით არ მოხდება, რადგან ეს ნიშნავს ომს.

,,ვფიქრობ, რომ რაღაც გადაწყვეტილება იქნება საბოლოოდ მიღებული. ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, თავად ქართულმა მხარემაც ეს კარგად იცის, რომ ეს პოსტი მდებარეობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ჩვენ საკითხის გადაწყვეტამდე უზრუნველვყოფთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ", - განაცხადა ბიბილოვმა და აღნიშნა, რომ "სხვა ყველაფერი, გარდა იმ ნაწილისა, სადაც არალეგალური ქართული საგუშაგოა განთავსებული. კონტროლდება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მესაზღვრეების მიერ."



სოფელი წნელისი (უისტა) ზნაურის რაიონში მდებარეობს.  ბიბილოვის ადმინისტრაციის ცნობით, მოსახლეობა თავს დაცულად გრძნობს.

წნელისის მისადგომებთან საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა საპოლიციო საგუშაგოს მოწყობა 2019 წლის 30 აგვისტოს დაასრულა. იმ დღიდან მოყოფილებული სე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება საგუშაგოს აღებას ითხოვს. ცხინვალში ბიბილოვის ოპოზიცია აცხადებს, რომ მათი ხელისუფლება უკანონო პოსტის ასაღებად შესაბამის ზომებს არ მიმართავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები