ახალი ამბები
კასპში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
კასპში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა დადიანის ქუჩა მოხდა.

როგორც ,,კასპის მოამბე'' იუწყება, სახანძრო ბრიგადა გორიდან ჩავიდა, თუმცა ხანძარმა ბინა თითქმის მთლიანად გაანადგურა.

ამავე წყაროს ცნობით, კასპის სახანძრო სამაშველო ბრიგადა ადგილზე არ იმყოფებოდა, რადგან ადგილობრივი ეკიპაჟები სხვა გამოძახებაზე იყო გასული.

,,ძალიან მალე მივიდა სახანძრო სამსახური, თუმცა ორად გაყოფილი სახლის ერთი მხარე სანამ ჩააქრეს, მეორე მხარესაც მოეკიდა ცეცხლი. ცეცხლს გორის სახანძრო აქრობდა. სამწუხაროდ, წყალი მალევე გაუთავდათ და გორიდან კიდევ ერთი ეკიპაჟი გამოიძახეს, კასპის სახანძრო სამსახურის ყველა მანქანა სხვა შემთხვევებზე იყო გასულები (როგორც თქვეს, მეტეხისკენ ჭალა იწვოდა). სამწუხაროდ, ოთახების 50% და სახურავის 100% დაიწვა. '' - წერს სამოქალაქო აქტივისტი და კასპის მოამბის წარმომადგენელი ირაკლი მილაძე.



Print

სტატიის გამოყენების პირობები