ახალი ამბები
ხაშურის რესურსცენტრის უფროსი ზეწოლაში ადანაშაულებს იმ პოლიციელს, რომლის მეუღლე არ დაასაქმა
შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია მოკვლევას დაიწყებს იმ პოლიციელის მიმართ, რომელიც ხაშურის რესურსცენტრის ხელმძღვანელის დევნას ახორციელებს და თავისუფლად გადაადგილების უფლებას უზღუდავს.

ამის შესახებ განცხადება ზვიად გოგუაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისი თქმით, პოლიციელი პირადი მოტივით სარგებლობს და კანონს არღვევს. როგორც ირკვევა, ორი წლის წინ, პოლიციელის მეუღლე სკოლაში არ დაასაქმეს, ამის სათხოვნელად, პოლიციის თანამშრომელი სახლში ზვიად გოგუაძესაც კი ესტუმრა

,,მე და ჩემი ნათლულის მამა საღამოს საათებში ფეხით დავდივართ სურამში. ფეხით ბევრი სიარული მიწევს პოსკოვიდის შედეგად არასასურველი ანალიზის გამო. ორი "ინტელექტუალი" პოლიციელი მაჩერებს და იდენტიფიცრებისთვის ფოტოებს მიღებს. ვეუბნები სახელს, გვარს, ვთავაზობ პირად ნომერს, ვუსახელებ თანამდებობას და იდენტიფიცირების მიზნით, თურმე ფოტო უნდა გადამიღოს. არღვევს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტს-3. პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე ამ პირს უნდა მიეცეს საშუალება, გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა. - ვიდეოში, რომელიც გადავიღე, ჩანს პირად ნომერსაც ვთავაზობ, მაგრამ მაინც გამამაიმუნეს და ფოტოები გადამიღეს' - აცხადებს ზვიად გოგუაძე.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთ პოლიციელს პირადი მოტივი ამოძრავებს, რადგან ორი წლის წინ ზვიად გოგუაძეს სახლში მიაკითხა და მეუღლის დასაქმება სთხოვა:

,,ორი წლის წინ, სახლში მაკითხავს პოლიციის სამსახურებრივი მანქანით, საშტატო სატაბელო იარღათან ერთად, ფორმაში ჩაცმული და ცოლის დასაქმებას მთხოვს. (კამერა მაქვს იქ, საიდანაც შემოვიდა და თარიღიც მახსოვს. რამდენი ცოლებს არ დავუსაქმებ, ქუჩაში იქნებ იარაღიც მესროლონ.' - აღნიშნავს გოგუაძე.

იგი საზოგადოებას პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის ი მუხლს უზიარებს, თუ რა შემთხვევაში შეუძლია იდენტიფიცირებისთვის ფოტოს გადაღება პოლიციას:

,,ამის უფლება ამ შემთხვევაშიც კი არ აქვს, თუ პირი თვითონ იძლევა საკუთარ მონაცემებს, საკუთარი ნებით ღამის საათებში კი არა, საღამოს'' - განმარტავს რესურსცენტრის უფროსი.

კანონის განმარტება:

პოლიციელი უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაადგინოს პირის ვინაობა ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, რისთვისაც შეუძლია შეაჩეროს იგი, გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, თუ:

ა) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები;

ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას;

გ) პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე ან სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების ადგილზე;

დ) პირს თან აქვს "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული იარაღი, რომლის ტარებაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, და ამ იარაღის ტარების უფლების დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია;

ე) პირი იმყოფება დანაშაულის ან საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილზე;

ვ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან პირის მოქმედება სამართალდარღვევაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს.


პ.ს. მოგვიანებით ეს განცხადება ზვიად გოგუაძემ სოციალური ქსელიდან წაშალა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები