ახალი ამბები
ატენში 3 საუბნო გზის მოასფალტებას აპირებს მერია
გორის მერია აპირებს, რომ სოფელ ატენში მოასფალტდეს 3 საუბნო გზა. ამის გამო, პროექტის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა.

ორ თვეში გახდება ცნობილი, თუ რომელ გზაზე დაიხარჯება 1,5 მლნ ლარი.

სატენდერო კომისიის აპარატის თავმჯდომარე ტარიელ მეტრეველი ჯერ არ აკონკრეტებს, თუ რომელი 3 შიდა გზის მოწესრიგება იგეგმება.

როგორც ცნობილია, ცენტრალური მაგისტრალური (ხიდისთავი-ატენი-ბოშურის დამაკავშირებელი) გზა საგზაო დეპარტამენტს ეკუთვნის.

2013-2017 წლებში სასმელი წყლის გაჭიანურებული პროექტების განხორციელების დროს, სოფელ ატენში გზები მნიშვნელოვნად დაზიანდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები