ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობისთვის უკვე 13 კანდიდატი დარეგისტრირდა
4 თებერვლის მონაცემებით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობითვის 13 კანდიდატი დარეგისტრიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის ცესკო ავრცელებს. მისი ხელმძღვანელის ცნობით, საინიციატივო ჯგუფებისთვის კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 5 თებერვალია.

ეს კანდიდატებია:



1. ვლადიმერ ფუხაევი, - მუშაობს დე-ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში.

2. ალბერტ ვალიევი - ბიზნესმენი.

3. ზელიმ ყაზიევი - შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, პარტია ,,მესიგის'' წევრი.

4. ანატოლი ჯიოევი, - პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი. 

5. ნელი გოგიჩაევა, - მწერალი, ნაფი ჯუსოითის პრემიიერ ლაურეატი. 

6. ალან კოზონოვი, - ,,სახალხო ერთობის'' წარმომადგენელი.



7. ანატოლი ბიბილოვი - მოქმედი პრეზიდენტი. 

8. ალან გაგლოევი - პარტია ,,ნიხასის'' თავმჯდომარე.

9. იბრაგიმ გასიევი, - თავდაცვის მინისტრი.

10. ჰარი მულდაროვი - მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

11. გენო კაჯაევი - მხატვარი.

12. დიმიტრი ტასოევი - ,,ერთიანის ოსეთის'' წევრი, ყოფილი დეპუტატი.

13. ალექსანდრე პლიევი - პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ,,სახალხო პარტიის'' წარმომადგენელი.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის 10 აპრილს გაიმართება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები