ახალი ამბები
ხაშურსა და ქარელში დიდთოვლობის გამო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ხაშურსა და ქარელში, როგორც ცენტრალურ, ასევე სარაიონოთაშორისო გზებზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ცნობით, მნიშვნელოვანი შეფერხება არც ერთ მაგისტრალზეა.

ხაშურის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე ,,ხაშურსერვისის' ტექნიკა ქვიშხეთის მიმართულებით მოძრაობს, ხოლო ქარელის მუნიციპალიტეტში ტექნიკა - ოსიაური-ზაჰესის დამაკავშირებელ გზაზე მუშაობს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტემპერატურა აიწევს 7 თებერვლიდან, თუმცა არამდგრადი ამინდები და ნალექი თებერვლის შუა რიცხვებამდე შენარჩუნება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები