ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 1530 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 9 თებერვალი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 25 161 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 375 615.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 34.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 29.26% ხოლო 7 დღის მანძილზე - 32.45%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 16 789 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 141 231.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 351 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 857 შემთხვევა, აჭარა - 2 011, იმერეთი - 3 730, ქვემო ქართლი - 1 421, შიდა ქართლი -1 530, გურია - 642, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 577, კახეთი - 1 253, მცხეთა-მთიანეთი - 597, სამცხე-ჯავახეთი - 437, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 106.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 219 007 საიდანაც: 6 036 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 452, აჭარაში - 778, იმერეთში - 1 250. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 252 პირი, მათ შორის, თბილისში - 483, აჭარაში - 149, იმერეთში - 407. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 290 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 42, იმერეთში - 31. 1 901 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 185 - თბილისში, 487 - აჭარაში. 211 070 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0.
Print

სტატიის გამოყენების პირობები