ახალი ამბები
გორის თეატრის ადმინისტრაცია მაყურებელს ბილეთების წინასწარ შეძენას არ ურჩევს / Covid 19
ეპივითარებიდან გამომდინარე გორის თეატრი მაყურებელს ბილეთების წინასწარ შეძენისგან თავშეკავებას ურჩევს. ამის შესახებ განცხადება ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, 12 თებერვალს ჩანიშნული სპექტაკლი "თოჯინების სახლი 15 წლის შემდეგ" მოიხსნა, სპექტაკლში მონაწილე მსახიობს დაუდასტურდა კოვიდი!

,,ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ სალაროში ან მომავალში გამართულ სპექტაკლებზე გამოიყენოთ. ეპიდვითარების გამო შექმნილი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ სპექტაკლის ბილეთები შეიძინოთ იმავე დღეს, ან წინა დღეს'' - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 22 444 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 13 245 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 154 476.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 404 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 10 931 შემთხვევა, აჭარა - 1 876, იმერეთი - 3 281, ქვემო ქართლი - 1 193, შიდა ქართლი -1 062, გურია - 616, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 496, კახეთი - 1 101, მცხეთა-მთიანეთი - 450, სამცხე-ჯავახეთი - 359, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 79.
Print

სტატიის გამოყენების პირობები