ახალი ამბები
გზა უფლისციხისკენ, რომელსაც ტურისტებს თანამგზავრი უჩვენებს
ისტორიულ ციხე-ქალაქ უფლისციხისკენ მიმავალ ტურისტებს ხშირად გზა ერევათ. მუზეუმში მისასვლელად ისინი სოფელ ქვახვრელის სასაფლაოს გვერდით არსებულ გზით სარგებლობენ.

როგორც ტურისტთა ჯგუფის წარმომადგენლებმა განგვიცხადა, ამის მიზეზი GPS სისტემის მიერ არასწორად ნაჩვენები კოორდინატებია. ამ სისტემის წყალობით უცხოეული ტურისტები ციხე-ქალაქამდე ალტერნატიული გზით მიდიან, რომელიც ძლიერ დაზიანებულია.

გარდა ამისა, ამ გზის გასწვრივ სტიქიური ნაგავსაყრელებია, რაც ტურისტთა ქართველი წარმომადგენლების აზრით, ქვეყნის იმიჯისთვის საკმაოდ ცუდია.

როგორც მერიაში დაგვიდასტურეს, უფლისციხე-ქვახვრელის შემოვლითი გზა ხშირად ტურისტულ მარშრუტებს შორის, გაუგებრობას იწვევს. ნაცვლად ცენტრალური გზისა ვიზიტორები GPS-ის წყალობით ისტორიულ ციხე-ქალაქში მოძველებული გზით მიდიან.

GPS ეს არის ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური თანამგზავრული სანავიგაციო სისტემება (Global Position System).

გორის მერიაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის პროექტს შეადგენენ, დაითვლიან, თუ რა რაოდენობის თანხა იქნება საჭირო და ტენდერს ამის შემდეგ გამოაცხადებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები