ახალი ამბები
ორთაშენში ავტობანის ხიდის ქვეშ მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ორთაშენში ავტობანის ხიდის ქვეშ მამაკაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია სამხედრო მოსამსახურე.

პოლიციის თანამშრომლებს ადგილზე სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცის ცხედარი დახვდათ. ხიდიდან დაახლოებით 200 მ-ში სამხედრო ბაზაა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ხიდიდანაა ჩავარდნილი, თუმცა შემთხვევის ადგილზე მყოფმა პროკურორმა, ერთ-ერთ ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში, გადაჭრით რაიმე ვერსიის დასახელებისგან თავი შეიკავა.

არსებობს ვერსია, რომ შემთხვევა წინა დღეს ხიდზე მომხდარ ავარიას უკავშირდება. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე შსს-მ გამოძიება 276 მუხლის მე -6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძაობის უსაფრთხოების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები