ახალი ამბები
რეზო კერესელიძე - გორელი ,,იდეინი'' ახალგაზრდა
23 წლის რეზო კერესელიძე დღეს გორის ცენტრში შეკრებილ იმ ადამიანებს დაუპირისპირდა, რომლებიც გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს აპროტესტებდნენ.

მისი ცნობილი ფრაზა, რომ ის და მისი მეგობრები ,,იდეინი'' ახალგაზრდები არიან, საზოგადოების ფართო განსჯის საგანი გახდა.

რეზო კერესელიძე აქციის მონაწილეებს უხსნიდა, რომ ქვეყანაში ფასების ზრდა ეკონომიკური მდგომარეობის ჭრილში უნდა იყოს განხილული, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას უფლება არა აქვს ეს ფასები გააპროტესტოს. კერესელიძე აცხადებს, რომ იმ დროს, როდესაც ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება არ არსებობდა.

მისმა და მისი მეგობრების გამოჩენამ აქციის მიმდინარეობისას დაძაბულობა გამოიწვია. ენმ-ს წევრები აცხადებდნენ, რომ ახალგაზრდები ,,ქართულმა ოცნებამ'' მიუგზავნა.



ჩვენ გავარკვიეთ, თუ ვინ არის და რას საქმიანობს რეზო კერესელიძე. იგი გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის - ინოვატორის დირექტორია. ეს ორგანიზაცია მან და შოთა მარანელმა 2021 წლის 9 ივნისს დააფუძნეს. 

ქვემოთ ფოტოზე: ,,ინოვატორის'' დამფუძნებლები - რეზო კერესელიძე და შოთა მარანელი



რაც შეეხება ახალ ორგანიზაციას, რომელსაც შიდა ქართლის ახალგაზრდულ ცენტრ - ინოვატორს, მისი წესდების მიხედვით, ორგანიზაციაში გაწევრიანება შეუძლიათ:

სოციოლოგიით, პოლიტიკით, კინომცოდნეობით, სამართალმცოდნეობით და მომიჯნავე დარგებით დაინტერესებულ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის მიზნებს.

ინოვატორის მიზანია - წევრთა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ახალგაზრდული პოლიტიკური, არაფორმალური, კვლევითი და არა მხოლოდ კვლევითი პროექტების დაგეგმვა. მათი განხორციელება და ანალიზი. ასევე, სოციალური თემატიკის პრეზენტაციების, საჯარო ლექციებისა და ტრენინგების მოწყობა, შემეცნებითი და სპორტული ბანაკების დაგეგმვა, სამეცნიერო კონფერენციებისა და ფორუმების მოწყობა.

მოწყვლად ახალგაზრდულ ჯგუფებთან მუშაობა, მათ შორის, შშმ, სსმ და NEET პირებთან.

გენდერულ და თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელება.

კინომცოდნეობის ლექციები, კინოჩვენებები, ახალგაზრდების მიერ წარდგენილი ანალიზი და შემდეგ განხილვადი აქტივობები.

ვიდრე ინოვატორს დააფუძნებდნენ, მანამდე შოთა მარანელი ,,ქართული ოცნების'' ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი იყო. მისი ინიციატივით, გორის მერობის კანდიდატმა სოფელ უფლისციხეში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.

რაც შეეხება კერესელიძეს, ის აქტიურად უჭერდა მხარს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები