ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 1 184 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 11 თებერვალი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 19 968 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 418 027.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 30.24% ხოლო 7 დღის მანძილზე - 33.04%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 23 675 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 178 151.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 459 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 493 შემთხვევა, აჭარა - 1 654, იმერეთი - 2 760, ქვემო ქართლი - 980, შიდა ქართლი -1 184, გურია - 580, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 327, კახეთი - 1 110, მცხეთა-მთიანეთი - 410, სამცხე-ჯავახეთი - 371, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 99.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 224 391 საიდანაც: 6 098 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 494, აჭარაში - 752, იმერეთში - 1 243. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 244 პირი, მათ შორის, თბილისში - 482, აჭარაში - 152, იმერეთში - 397. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 38, იმერეთში - 23. 1 869 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 141 - თბილისში, 481 - აჭარაში. 216 424 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0.
Print

სტატიის გამოყენების პირობები