ახალი ამბები
გორში კორპუსიდან სპილენძის სადენები მოიპარეს
გორის შს სამმართველოს გამომძიებლები ეძებენ როგორც სპილენძის სადენებს, ასევე იმ ადამიანებს, ვინც ფერადი ლითონის შემცველი ნივთიერებები მოიპარა.

როგორც ირკვევა, სადენები წუხელ გვიან ღამით, წაიღეს. კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ უცნობი პირები სახურავზე მოძრაობდნენ.

შემთხვევა სტალინის გამზირზე, #2 კორპუსში მოხდა.

საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობს დეტექტივების სამმართველოს წარმომადგენელი გიორგი პატიაშვილი. ის კითხვებს არ პასუხობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები