ახალი ამბები
გორელ მამაკაცს, რომელმაც მამას სახეში და ნეკნებში სცემა, 3 წელი მიუსაჯეს
სასამართლომ 3 წელი მიუსაჯა მამაკაცს, რომელმაც მამას ჯერ სახეში, შემდეგ ნეკნებში სცემა. ამის შესახადებ გადაწყვეტილება გორის სასამართლომ მიიღო.

პროკურორი ნიკა სამხარაძე განაჩენით უკმაყოფილოა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უფრო მკაცრი სასჯელის მიღება მოსთხოვა.

2021 წლის 18 ივნისის განაჩენით, მას მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა პირობითი მსჯავრის ქვეში ყოფნის დროს, მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქმის მასალებით მიხედვით, შემთხვევა კომბინატის დასახლებაში, გორგასლის ქუჩაზე მოხდა:

,,ავტოფარეხში ყოფნის დროს, შელაპარაკების ნიადაგზე, დ. გ-მა მამას – პ. გ-ს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი ცხვირისა და ნეკნების არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმავდროულად, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.' - აღნიშნულია პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პ. გ-ი პირადად გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და განმარტა, რომ შვილმა – დ. გ-მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე საქმის მასალებით დგინდება, რომ პ. გ-ი სამი დღე ვერ დგებოდა საწოლიდან, ასევე – უჩიოდა ტკივილს გულმკერდისა და მუცლის არეში; რამდენიმე დღის შემდეგ მან მიმართა პოლიციას; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევების სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს.

სასამართლომ სასჯელი მხოლოდ ცემის ფაქტზე დაადგინდა, რაც შეეხება ოჯახური ძალადობის ნაწილში, მამამ შვილის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენებაზე უარი განაცხადა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები