ახალი ამბები
ქარელის მერიას სტუმრის გამასპინძლების ფასი გაუზარდეს
ქარელის მერიას სტუმრის გამასპინძლება ამჯერად 10 ლარით ძვირი უჯდება. თუკი 2021 წლის ზაფხულში 1 ადამიანის გამასპინძლება 39 ლარი ღირდა, 2021 წლის დეკემბერში 50 ლარი გახდა.

ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყანაში ფასებმა საგრძნობლად მოიმატა. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ეს მოქალაქეთა ჯიბეზე არ აისახება, რადგან ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება.

გაძვირდა თუ არა ცხოვრება? ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ შედგენილი დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ მაგალითად სტუმრის გამასპინძლება გაძვირდა.

პირველი დოკუმენტი შედგენილია 2021 წლის ზაფხულში. ქარელს რეკორდსმენი და მასთან ერთად 14-კაციანი ჯგუფი ესტუმრა. სტუმრების გამასპინძლებისთვის კულტურის სამსახურმა მოითხოვა რესტორან ,,ჟოზეფ-ქარელში'' 15-კაციანი სუფრის გაშლა.

ფოტოზე: რესტორან ,,ქარელი-ჟოზეფთან'' გაფორმებული დოკუმენტები (1 ადამიანის მასპინძლობა - 39 ლარი)



სუფრა გაშალეს, ინვოისიც გამოწერეს და ანგარიშიც წარადგინეს, თუმცა მოგვიანებით ეს თანხა ქარელის მერიამ აღარ გადაიხადა. მართალია, ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი წერილობით იტყობინება, რომ პანდემიის გამო, გამასპინძლება ვეღარ შედგა და შესაბამისად მომსახურების ხელშეკრულება გაუქმდა, თუმცა სუფრა რომ გაშლილი იყო, ამის თანხა, უცნობია ვინ გადაიხადა. 15-კაციანი სუფრის ღირებულებამ შეადგინა 586 ლარი. 1 კაცი - 29 ლარი.

რამდენიმე თვეში, ქარელის მერიის სხვა აიპის ხელმძღვანელმა, ამ შემთხვევაში სპორტული აიპის წარმომადგენელმა გიორგი ბერუაშვილმა მოითხოვა რესტორანში კვებითი მომსახურების გაწევა. მან სხვა რესტორანს მიაკითხა, რომელიც იმედა კაპანაძეს ეკუთვნის. ქარელის სპორტის აიპის წლებია იმედა კაპანაძის რესტორანი ემსახურება, თუმცა აიპის ხელმძღვანელს არ უფიქრია რესტორან ჟოზეფის ფასების მოკითხვა, სადაც ზაფხულში ერთი ადამიანის მომსახურება 39 ლარი ჯდებდა.

გიორგი ბერუაშვილსა და იმედა კაპანაძეს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, 1 ადამიანის გამასპინძლება 50 ლარი ჯდება. ჯამში, მერიის დაქვემდებარებულმა უწყებამ 2021 წლის დეკემბერში 2000 ლარი გადარიცხა.

ფოტოზე: ი.მ იმედა კაპანაძესთან გაფორმებული ხელშეკრულება (1 კაცის გამასპინძლება - 50 ლარი)


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები