ახალი ამბები
მიწისძვრის ეპიცენტრი იყო სოფელ სამებასთან / დმანისი
დღეს, თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამავე ცენტრის ცნობით, ჯერ კიდევ, 2021 წლის ზაფხულში ამ სოფლის სიახლოვეს, ორ დღეში შვიდი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრების მაგნიტუდების სიდიდე 3.1-დან 4 ბალამდე იყო. ბოლო მიწისძვრა, 3.3 მაგნიტუდის სიდიდით, 17:38 საათზე დაფიქსირდა.

სოფელი სამება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (დმანისის მუნიციპალიტეტის სიახლოვეს).

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის კობა მურადაშვილის ინფორმაციით, სოფელ სამებაში მომხდარი 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნგრევა არ დაფიქსირებულა.

"ჯერჯერობით არსად არაფერი მომხდარა, მშვიდობაა, ჩვენი მუნიციპალიტეტი ეპიცენტრი კი იყო, მაგრამ ნგრევა არსად ყოფილა. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ გვაქვს", - აღნიშნა მურადაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში განაცხადეს, მიწისძვრის შემდეგ, ქალაქ დმანისში ელექტროენერგია გაითიშა, თუმცა ამ დროისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები