ახალი ამბები
ტირძნისი-დიცის მონაკვეთზე ახალი ასფალტი დაიგება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების: ტირძნისი-დიცის მონაკვეთზე ახალი ასფალტი დაიგება.

საგზაო დეპარტამენტი სატენდერო პროცედურებს უახლოეს დღეებში დაამთავრებს. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აფინანსებს. 

მოასფალტდება 4.1 კმ სიგრძის გზა. თანხა გამოყოფილია 3.5 მლნ ლარი. 

სამუშაოები 6 თვეში უნდა დასრულდეს. გზის დაგების სურვილი ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1'-მა გამოთქვა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები