ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 970 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 15 თებერვალი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 19 049 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 480 841.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.7%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 32.01% ხოლო 7 დღის მანძილზე - 32.19%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 289 168.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 628 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 8 972 შემთხვევა, აჭარა - 1 317, იმერეთი - 2 854, ქვემო ქართლი - 842, შიდა ქართლი - 970, გურია - 710, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 272, კახეთი - 1 229, მცხეთა-მთიანეთი - 446, სამცხე-ჯავახეთი - 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 130.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 176 019 საიდანაც:

6 017 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 402, აჭარაში - 737, იმერეთში - 1 201.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 306 პირი, მათ შორის, თბილისში - 486, აჭარაში - 155, იმერეთში - 421. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 41, იმერეთში - 26.

1 309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 820 - თბილისში, 305 - აჭარაში.

168 693 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 10, ხოლო აჭარაში - 0.
Print

სტატიის გამოყენების პირობები