ახალი ამბები
კასპში "ნაგანის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისთვის 38 წლის მამაკაცი დააკავეს
კასპში პოლიციამ 38 წლის მამაკაცი დააკავა. შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ის წარსულში ნასამართლევი იყო და საბრძოლო მასალას უკანონოდ ატარებდა.

,,შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.კ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, "ნაგანის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 7 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", – აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები