ახალი ამბები
ზარდიანთკარელი გენადი ბესტაევი გარდაიცვალა
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გენადი ბესტაევი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშია ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს.

მისი თქმით, გენადის სიკვდილზე პასუხისმგებელია რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებმაც გასულ წელს უკანონოდ დააკავეს.

გენადი ბესტაევი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზარდიანთკარში ცხოვრობდა, ბოლო ორი თვეა თბილისის კლინიკაში მკურნალობდა.

ის ცხინვალის საპატიმროდან თბილისში ინსულტის ნიშნებით 202წ წლის შემოდგომით გადაიყვანეს.

გენადი ბესტაევი 2019 წლის ნოემბერში ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევის ბრალდებით დააკავეს და 2020 წლის იანვარში  2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ის მანამდე რამდენჯერმე იყო დაკავებული, რადგან მისი საცხოვრებელი სახლი ე.წ. უკონტროლო ტერიტორიაზეა მოქცეული. ამიტომ, რუსეთის სამხედროებთან გენადი ბესტაევს ხშირად კონფლიქტი ჰქონდა.

ცხინვალში ცხოვრობენ გენადის ოჯახის წევრები - ყოფილი მეუღლე და შვილები. როგორც ზარდიანთკარში გვიყვებოდნენ, გენადი მუდმივად ცდილობდა ცხინვალში შვილების მონახულებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები