ახალი ამბები
გაძვირებული ცხოვრება გააპროტესტეს კასპში
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ აქცია გაიმართა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ქვეყანაში ფასების ზრდა გააპროტესტეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება მმართველი გუნდის პოლიტიკის დამსახურებაა.

მერიის წინ გამართულ აქციის მონაწილეებსა და ,,ქართული ოცნების'' მომხრეებს შორის შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი.

ფოტო: ტვ ,,სეზონი''
Print

სტატიის გამოყენების პირობები