ახალი ამბები
8 მარტს გორში მერია ქალებისთვის კონცერტს გამართავს
გორში ქალთა საერთაშორისო დღეს კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა მიიღო.

დირეტორმა დავით წეწვაძემ, კონცერტის ჩასატარებლად მამაკაცთა გუნდი ,,ალილო'' მიიწვია. ჯამში 9 000 ლარი დაიხარჯება.

როგორც დავით წეწვაძე მერიას ატყობინებს, პანდემიის გამო, 2 წელია გორში ქალებისთვის კონცერტი არ გამართულა, ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ ღონისძიების ჩატარება.

ანსამბლი ,,,ალილო'', რომლის ხელმძღვანელია მიხეილ ჭონიშვილი, შემდეგი წევრებისგან შედგება: საბა კემულარია; ლაშა ღლონტი; გიორგი დავითიანი; არჩილ ბერიძე

დაგეგმილი ღონისძიება ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ მისი ჩატარება საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, ვინაიდან გათვალისწინებული უნდა იქნას მრავალი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები