ახალი ამბები
საფრთხე ,,მოჩვენებითი სიჩუმის'' უკან - თეონა ფანქველაშვილის მოსაზრება
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულებმა გაავრცელეს განცხადება, რომლითაც მათ რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული ქმედებები დაგმეს. 

განცხადებაში ვკითხულობთ: უკრაინა და საქართველო საერთო ფასეულობების მქონე სახელმწიფოები არიან, რომელთაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზეც საერთო მიღწევები და გამოწვევები აერთიანებთ, რისი საფუძველიც თავისუფლებისკენ სწრაფვაა. ასეთი ფასეულობები, ასეთი მისწრაფებები სრულიად ეწინააღმდეგება რუსეთის გეოპოლიტიკურ ამბიციებს, რომელიც დღემდე განაგრძობს ამ ორი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფასა და ტერიტორიების ოკუპაციას. საქართველოც და უკრაინაც ათეულ წელზე მეტია რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს ებრძვიან. თუმცა, ერთმანეთის მხარში დგომით და ურთიერთგაძლიერებით, ისტორიული ბრძოლა თავისუფლებისა და შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის მთავარ მიზნად რჩება.'' 

განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერია თეონა ფანქველაშვილი, რომელიც გორში ცხოვრობს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელია. წლებია აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო საქმიანობაში.

,,დღეს არავინ ისვრის ტყვიებს, არც ცეცხლია გახსნილი, მაგრამ ომი გრძელდება'' - ამბობს თეონა. ის რუსეთის ქმედებებში საქართველოსთან მიმართებაში რამდენიმე სახიფათო მიმართულებას გამოყოფს: პირველი ეს არის უკანონო ბორდერიზაცია და შემდგომ საქართველოში რბილი ძალის გააქტიურება.

,,მე ამას მავთულხლართების კონფლიქტს ვუწოდებდი, რომელიც მოდის და მოდის, არ ჩერდება. ასე, "უფროს ძმად" წოდებული სახელმწოფო თავის სიძლიერეს გაჩვენებს. იმ ფონზე, როცა სახელმწიფომ გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტში აღარ შესულიყო რუსეთთან და მოლაპარაკების და მშვიდობის გზით მეოგვარებინა ეს პორობლემა. თუმცა სიჩუმემ და მოჩვენებითმა მშვიდობამ უარესი შედეგი გამოიღო, ატყვევებენ ადამიანებს, როგორც დათა პაპას შემთხვევაში მოხდა. დღეს, ბორდერიზაციის შედეგად მივიღებთ ბევრ დათა პაპას. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას სურს გახდეს დემოკრატიული ქვეყნების ოჯახის წევრი, ამ მიზეზით რუსეთი ცდილობს დასაჯოს ისე, როგორც საქართველო დასაჯა 2008 წელს დასავლური მისწრაფების გამო' - ამბობს თეონა ფანქველაშვილი.



მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული არგაღიზიანების პოლიტიკა ქვეყანას უფრო მეტ ზიანს აყენებს: ,,ფაქტია, რომ სიჩუმემ შედეგი არ გამოიღო, პირიქით, ყოველდღიურად იტაცებენ ადამიანებს, კლავენ, ტერიტორიებს გვართმევენ, ამიტომ საჭიროა ქემდითი ნაბიჯების გადადგმა'' - აღნიშნავს სამოქალაქო აქტივისტი.

თეონა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილისთვის ოკუპაციის თემამ გარკვეულწილად უკანა პლანზე გადაიწია. ეს სწორედ იმ მოჩვენებითი სიჩუმის შედეგია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია.

,,აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების, ახალგზარდების გააქტიურება. სამწუხაროდ ამ კუთხით საქართველოში ნაკლებად შეიჩნევა აქტივობები და განსაკუთრებით სტუდენტების და ახალგაზრდების მხრიდან. თითქოს შეეჩვივნენ მოჩვენებით. "მშვიდობას"Სამწუხაროდ ხელსუფლებამ თავისი არჹაღიზიანების პოლიტიკით ხელი შეუწყო რუსეთის, როგორც მთავარი საფრთხის დაკნინებას, რითაც ასე ხელშესახები აღარ არის ეს საკითხი. Ამას ემატება კრემლის პროპაგანდის გაძლიერება რბილი ძალის მეშვეობით, რასაც ჩვენი ხელისუფება აქტიურად უწყობს ხელს. Ამიტომაც სტუდენტების დიდი ნაწილი ასე მწვავედ არ აღიქვამს ოკუოაციის პრობლემას და შესაბამისად რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს'' - აღნიშნავს თეონა ფანქველაშვილი.

მისი თქმით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ Რუსეთი საქართველოს, უკრაინის და რეგიონის ყველა ქვეყნის პრობლემაა.

,,ის საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს და დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვას. ბრძოლის ერთ-ერთი უახლესი მეთოდი, რომელსაც რუსეთი 2009 წლიდან იყენებს, საქართველოს ტერიტორიების ე.წ. "ბორდერიზაციაა". ბორდერიზაციის ტაქტიკა ემსახურება რუსეთის სტრატეგიას მოარღვიოს საქართველოს სუვერენიტეტი და ხელი შეუშალოს მის დემოკრატიულ განვითარებასა და დამოუკიდებელი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის წარმოებას. ბორდერიზაცია ახალი ფენომენია, რომელიც განსხვავდება ოკუპაციისგან და გულისხმობს რუსული ოკუპაციის პირობებში ოკუპირებული ტერიტორიების გაფართოებას. ბორდერიზაციის პროცესი ხელყოფს არამარტო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არამედ საფრთხეს უქმნის ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგს. მცოცავი ოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიის ანექსიის გაგრძელებით, რუსეთი საქართველოს სახელმწიფოს სისუსტეს უსვამს ხაზს და ეჭვქვეშ აყენებს ევროატლანტიკური ინსტიტუტების სანდოობას. ამასთან, აღნიშნული ტაქტიკა საფრთხეს უქმნის ნატოსა და ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებს კონფლიქტის ესკალაციის რისკის გაზრდით, შავ ზღვაში რუსეთის მზარდი მილიტარიზაციითა და ენერგო რესურსების დივერსიფიკაციის საფრთხის ქვეშ დაყენებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ბორდერიზაციის პროცესს, როგორც რეგიონის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ პროვოკაციულ ნაბიჯს, ამ ეტაპზე მას არ გააჩნია საკმარისი ბერკეტი ამ ტაქტიკის შესაკავებლად. შესაბამისად, მთავრობამ ყურადღება ბორდერიზაციის უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებაზე უნდა გაამახვილოს.'' - ამბობს თეონა ფანქველაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები