ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 17 თებერვალი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 644 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 511 800.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 29.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 32.01% ხოლო 7 დღის მანძილზე - 30.99%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 24 110 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 324 172.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 729 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 7 574 შემთხვევა, აჭარა - 1 109, იმერეთი - 2 342, ქვემო ქართლი - 865, შიდა ქართლი - 946, გურია - 447, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 914, კახეთი - 866, მცხეთა-მთიანეთი - 334, სამცხე-ჯავახეთი - 174, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 73.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 171 873 საიდანაც:

5 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 315, აჭარაში - 708, იმერეთში - 1 154.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 259 პირი, მათ შორის, თბილისში - 471, აჭარაში - 139, იმერეთში - 395. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 296 პირი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 41, იმერეთში - 27.

1 126 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 696 - თბილისში, 263 - აჭარაში.

164 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 16 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 16, ხოლო აჭარაში - 0.
Print

სტატიის გამოყენების პირობები