ახალი ამბები
ცხინვალში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების გამოვლენის მიზნით რეიდები ტარდება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს თანამშრომლები გზებზე რეიდებს ატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

რესის ცნობით, რეიდების მიზანია გზებზე სამართალდარღვევის რაოდენობის შემცირება:

,,ასევე, მძღოლების იდენტიფიცირება, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში მართავენ მანქანებს. დღის განმავლობაში, დედაქალაქში რეიდის დროს, უხეში დარღვევები არ გამოვლენილა", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები