ახალი ამბები
გორში აფთიაქი გაქურდეს
გორში, ჭავჭავაძის გამზირზე. აფთიაქი გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია თანხა.

პოლიცია ,,ფარმადეპოს'' თანამშრომლებმა გამოიძახეს, რომლებსაც სამსახურში მისვლისას შენობაში უცნაური ვითარება დახვდათ.

ამ ეტაპზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. ექპერტები ცდილობენ დაადგინონ, თუ საიდან შეაღწიეს ქურდებმა სააფთიაქო ქსელის შენობაში.

,,ფარმადეპოს''  ქალაქში რადენიმე ოფისი აქვს. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე აფთიაქი ღამით არ მუშაობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები