ახალი ამბები
,,გაუქმდეს სტადიონი კორპუსის ეზოში!'' - კორპუსის მცხოვრებთა მოთხოვნა გორში
გორში, სტალინის გამზირზზე, #33 კორპუსის მცხოვრებლები ითხოვენ, რომ ეზოში კალათბურთის მოედანი გაუქმდეს, ხოლო სკვერი დარჩეს და პატარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურით გააძლიერონ.

ამის თაობაზე განცხადებით მიმართეს გორის მერიასა და კეთილმოწყობის სააგენტოს. როგორც წერილის ავტორები გვატყობინებენ, მერიაში საკითხის შესწავლა დაიწყეს, თუმცა თვეზე მეტი გავიდა და პასუხი არ დააბრუნეს:

,,მეორე წელია, რაც მოხდა ეზოს კეთილმოწყობა, ეს მისასალმებელია, მაგრამ არის ერთი პრობლემა, რამაც მოსვენება დაუკარგა ამ ბინის მაცხოვრებლებს. გაკეთდა კალათბურთის მოედანი; არანაირად არ ჯდება ეზოს პატარა ფართობში, ისე ახლოს არის ბინასთან, რომ აუტანელი და ძალიან შემაწუხებელია კალათბურთის ბურთის ხმა, რომელსაც მოასფალტებული საფარი გამოსცემს. ახლომახლო არ არის არსად სტადიონი და ქალაქის სხვა უბნებიდანაც მოდიან ბავშვები და მოზარდები. ფაქტიურად, ჩვენი ბინის ბავშვებს არ აქვთ საშუალება თამაშის. ჩვენი, მობინადრეების თხოვნაა, გაუქმდეს სტადიონი და სკვერი გაკეთდეს ან პატარებისთვის კეთილმოაწყონ.'' - გვწერენს კორპუსის მცხოვრებლები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები