ახალი ამბები
გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ყატარის ელჩს შეხვდა
გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ხოჯევანიშვილი კატარის (ყატარი) ელჩს ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი განმარტებით, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა:

,,შეხვედრისას განვიხილეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ვისაუბრეთ კატარსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე ინვესტიციების მოზიდვასა და სამომავლოდ ქვეყნების პარლამენტებს შორის უფრო მჭიდრო მეგობრული კავშირის დამყარებაზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება.'' - აღნიშნავს ხოჯევანიშვილი.

ყატარი არის მაღალი შემოსავლის ეკონომიკის მქონე და ბუნებრივი გაზის მარაგის მხრივ მსოფლიოში მესამე ქვეყანაა. მას მსოფლიოში ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს ერთ სულ მოსახლეზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები