ახალი ამბები
კოდავარდისუბანში მოსახლეობას სასმელი წყალი 1 კვირაა არ მიეწოდება
კოდავარდისუბანში სასმელი წყალი 1 კვირაა არ მიეწოდება. ამის შესახებ სოფლის წარმომადგენელმა დახმარება ქარელის მერს ზაზა გულიაშვილს სთხოვა.

მისი თქმით, წყალმომარაგების სპეციალისტებმა დაათვალიერეს სისტემა და აღნიშნეს, რომ დაზიანებული სისტემა აღდგენას არ ექვემდებარება:

,,სოფელ კოდავარდისუბნის სასმელი წყლის ჭაბურღილი გამოსულია მწყობრიდან, რაც რიაბილიტაციას აღარ ექვემდებარება და საჭიროა ახალი მილების მოწყობა, აღნიშნული სამუშაოების არ ჩატარების შემთხვევაში სოფელ კოდავარდისუბნის მოსახლეობა რჩება სასმელი წყლის გარეშე.'' - აღნიშნავს სოფლის წარმომადგენელი.

ქარელის მერიის სარეზერვო ფონდიდან 6700 ლარი გამოიყო. როგორც მერიაში აცხადებენ, ჭაბურღილი 17 თებერვალს დაზიანდა, დაზიანებული მილები 25 თებერვლამდე გამოიცვლება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები