ახალი ამბები
ბიბილოვმა სამხედროები ყაზარმულ რეჟიმზე გადაიყვანა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ოპერატიული შტაბის შექმნისა და სამხედროების ყაზარმულ მდგომარეობაში გადაყვანის შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო

ამის შესახებ დღეს, ხუთშაბათს გამართულ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

მისი ბრძანებით შეიქმნება ოპერშტაბი, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს. მიზეზად უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სახელდება. ოპერშტაბში დე-ფაქტო რესპუბლიკის ყველა ძალოვანი სტრუქტურა გაერთიანდება.

„დავალებები, რომლებიც გადაეცემა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, გავრცელდება ასევე სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროზეც. არსებობენ გარე ძალები, რომლებიც შესაძლოა ჩაერიონ ამ პროცესებში და ამ გარე ძალებში შედის საქართველოც.“ - აღნიშნა ბიბილოვმა.

დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტსა და სხვა ძალოვან სტრუქტურებს დაევალა სასაზღვრო ზოლის მონიტორინგი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები