ახალი ამბები
,,სოლიდარობა უკრაინას'' - გორში აქცია გაიმართა
გორში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მოქალაქეები ქალაქის მთავარ მოედანზე მივიდნენ.

აქცია სოციალურ ქსელში დილით დაიგეგმა. გორის პარალელურად, ცოცხალი ჯაჭვი დედაქალაქში - რუსთაველის გამზრისა და თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა ადამიანებმა შეკრეს.

აქციის მონაწილეებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააპროტესტეს და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

რუსეთი უკრაინაში დღეს, 24 თებერვალს შეიჭრა სხვადასხვა მხრიდან და დილიდან ბომბავს ქალაქებთან ახლომდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები