ახალი ამბები
,,საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ მიიღებს - ღარიბაშვილი
,,მე არაფერს გავაკეთებ, არცერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს.'' - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ეს საქართველოს დააზიანებს.

,,ჩვენ გავეცანით ჩვენი პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას.'' - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა სხვადასხვა მხრიდან და დილიდან ბომბავს ქალაქებთან ახლომდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები