ახალი ამბები
გორის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად საკოორდინაციო შტაბს ქმნიან
,,მძიმე დრო დაუდგა ჩვენ მოძმე ერს, უკრაინას, გავდგეთ გვერდით და მოვლენებს ვუყუროთ გორელებმა გვერდიდან, არის ძალიან უხერხული.'' - ასე იწყება მიმართვა, რომელსაც გორში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციები ავრცელებენ.

,,ჩვენ, ქვემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს გორის არასამთავრობო, სამთავრობო და კერძო სექტორის კოორდინირებული შტაბის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება გორში შემოსული უკრაინელი დევნილების/ვიზიტორების დახმარებაზე.

ყველაზე მეტად ამ დახმარების ფასი ვიცით გორელებმა. კვირეების მანძილზე მოგვიწია ჩვენ უმრავლესობას გახიზვნა სხვადასხვა ქალაქებში ჩვენი ოჯახების დაცვის მიზნით, სადაც ვნახეთ გვერდში დგომაც, დაიგნორებაც, განვიცადეთ როგორც პატივისცემა, მადლიერება ასევე უსუსურობა.

ჩვენ ვართ ქართველები, გორელები, რომლებიც ყოველთვის ვიყავით სტუმარ-მასპინძლობით გამორჩეულნი. გთხოვთ, მოგიწოდებთ ყველას დავდგეთ ჩვენი მოძმე ერის გვერდით, როგორც შევძლებთ.

ხვალ, 27 თებერვალს 13:00 საათზე, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გიწვევთ ყველას, ვისაც გული შეგტკივათ არსებულ რეალობაზე.

შეხვედრის მიზანია: მხარდაჭერის სტრატეგის შემუშავება, რომელიც დაეხმარება და ხელს შეუწყობს ყველა უკრაინელს ჩვენს ქალაქში შემოსულს.

ინიციატივის და შეხვედრის ორგანიზატორები არიან:

- ა(ა)იპ ახალგაზრდა მვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება,
- დემოკრატიული ჩართულობის ქსელი, გორის წარმომადგენლობა
- საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, გორის წარმომადგენლობა,
- ა(ა)იპ შიდა ქართლის ახალგაზრდულ ცენტრი ,,ინოვატორი“
- ა(ა)იპ ჭკვიანი მომავალი
- ა(ა)იპ კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი,
- საზოგადოება,, ბილიკი“
- ა(ა)იპ ლიდერთა ლიგა

საჭიროებები:

1. საკოორდინაციო შტაბის ფუნქციონირებისთვის ფართი, კვირაში ერთხელ,
2. სასაწყობე ფართი, სადაც შესაძლებელი იქნება საკვების, ტასაცმელის და საჭირო ნივთების ჩაბარება დახარისხება,
3. მიმათვა-თხოვნა ტაქსის მძღოლებს, საჭიროების შემთხვევაში დღეში ერთხელ მაინც დახმარების მიზნით უკრაინის მოქალაქეების გადაადგილებაზე შეღავათის ან თუნდაც უფასოდ მომსახურებაზე,
4. კერძო პირებს, შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარონ უკრაინელ ვიზიტორებს მაგალითად: ტრანსპორტით, ტასაცმლით, საკვებით და ა.შ.
5. არასამთავრობო ორგანიზაციებსგან საჭიროა უკრაინიდან ჩამოსული ახალგაზრდების და ბავშვების ჩართვა პროგრამებში;
6. სასტუმროების მეპატრონეები - საკოორდინაციო შტაბს მიაწოდონ ინფორმაცია მათთან განთავსებული უკრაინელი ვიზიტორების შესახებ, რათა ადვილი გახდეს მათი დახმარების ან ხელშეწყობის პროცესი, მათი საჭიროებების და მოთხოვნების ანალიზი.
7. რესტორნები და სხვა სასკვები ორგანიზაციები - უზრუნველყონ თუნდაც ერთი ჩამოსული უკრაინელი ვიზიტორის ყოველდღიური კვება.
8. მუნიციპალიტეტი - სასწრაფოდ შეიმუშაონ უკრაინელი ვიზიტორების მხარდამჭერი პროგრამა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები