ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად მილიონ ლარს გამოყოფს
საქართველოს მთავრობა დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად მილიონ ლარს გამოყოფს. მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, გამოყოფილი თანხით ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის.

"საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა.

განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის". - წერია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას 25 თებერვალს თქვა, რომ თავიანთი "შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს" აკეთებენ, თუმცა ქართულ ოცნებას მიაჩნია, რომ კიევში "ჩასვლისთვის ჩასვლა არაფრისმომცემია" და ასევე არ აპირებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ომი თავიდან აცილებული ვერ იქნა და ამით ყველაზე მეტად ქვეყანა და ხალხი დაზარალდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები