ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა უკრაინის მხარდასაჭერად აქცია გამართეს
გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა უკრაინის მხარდასაჭერად აქცია გამართეს

,,შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ გორში შევიკრიბეთ ქალაქში, სადაც 14 წლის წინ ბომბები ცვიოდა, ქალაქი, რომელმაც კარგად იცის, რას ნიშნავს, რუსეთთან ომი. სწორედ ამიტომ გორელები ვალდდბულები ვიყავით, გამოგვეხატა ჩვენი მწუხარება და თანადგომა უკრაინელი დებისა და ძმების მიმართ. გამარჯვება უკრაინელ ხალხს!'' - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა სოფო სეხნიაშვილმა.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა. მათი მიზანია უკრაინის ხელისუფლების შეცვლა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები