ახალი ამბები
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. შეხვედრა ბელარუსის საზღვართან მიმდინარეობს.

უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში არიან, პარტია ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია, თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი მიხაილ პოდოლიაკი, დეპუტატი რუსტემ უმეროვი, სამმხრივ კონტაქტში უკრაინის დელეგაციის უფროსის პირველი მოადგილე ანდრეი კოსტინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი როჩიცკი.

რუსული დელეგაციის მხრიდან: ბელარუსში რუსეთის ელჩი ბორის გრიზლოვი, დეპუტატი ლეონიდ სლუცკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსეი ფომინი. დელეგაციას უხელმძღვანელებს ვლადიმირ მედინსკი, რომელიც პრეზიდენტის თანაშემწეა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები