ახალი ამბები
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკრაინაში დაშავებული ადამიანების დასახმარებლად მიდის
ექიმი ტრვმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მიდის. ამის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.

გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინას დაეხმარება, როგორც ექიმი.

ვაჟა გაფრინდაშვილი წარსულში საოკუპაციო ძალებს ცხინვალში ჰყავდათ დაკავებული.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინა მიიღებს ყველას, ვისაც ქვეყნის დახმარება სურს. ამისთვის მათ ადგილობრივ საელჩოებს უნდა დაუკავშირდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები