ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორის თქმით, მერიებში უკრაინელთა დასახმარებლად შტაბები გაიხსნა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, რომ რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარებას გაწევას იწყებენ.

ასეთი დახმარება პირველ რიგში გაეწევათ შემდეგ ქალაქებს: პავლოგრადი, ვასილკოვო, მელიტოპოლი, ნოვოგრად-ვოლინსკი და ობუხოვი. ეს ქალაქები დამეგობრებული არიან გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებთან.

,,მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ამ ქალაქების წარმომადგენლებთან და ჰუმანიტარული აქციაც მათი საჭიროებების მიხედვით დაიგეგმება.რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს ფინანსურ რესურსს.'' - აღნიშნულია გუბერნატორ ვალერიან მჭედლიძის განცხადებაში.

მჭედლიძის განცხადებით, რეგიონში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს თუ ბიზნესის წარმომადგენლელს სხვადასხვა ჰუმანიტარული ნივთების შეგროვება შეუძლია. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უკრაინის შესაბამის ოლქებსა და ქალაქებში საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

პუნქტები გახსნილი იქნება შემდეგ მისამართებზე:

▪️ გორი - გრ. ფერაძის ქ. № 5, გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა
▪️ კასპი - სააკაძის ქ. № 38 , სპორტკომპლექსის მრგვალი დარბაზი.
▪️ ქარელი - ნინოშვილის ქ №3, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა
▪️ ხაშური - ტაბიძის ქ. № 2, ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული
Print

სტატიის გამოყენების პირობები