ახალი ამბები
დიდი მეჯვრისხევის მოსახლეობას დენის დავალიანების გამო წყლის მიწოდება შეუწყდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მეჯვრისხევში მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა.

ამის მიზეზი ის დავალიანებაა, რომელიც სოფელს 2021 წლის 1 ივლისიდან დღემდე დაუგროვდა.

ენერგოპროჯორჯიას მონაცემებით, მოსახლეობას 1400 ლარი აქვს გადასახდელი.

ადგილობრივები წერენ, რომ ხელისუფლებამ მკაცრი ზომები უნდა გაატაროს იმ პირების მიმართ, რომლებიც გადასახადს არ იხდიან.

დიდ მეჯვრისხევს სასმელი წყალი ჭაბურღილის მეშვეობით მიეწოდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები