ახალი ამბები
ენმ-ს გორის ოფისზე ღამით წარწერა დატოვეს
,,რუსკი სეკრეტნი კარაბლ იდი ნ...უი'' - ანუ ,,რუსულო საიდუმლო გემო, დაახვიე აქედან ''

ამ შინაარსის წარწერა დატოვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისის კარზე გვიან ღამით. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ თავდასხმის უკან რადიკალური ჯგუფის წევრები დგანან, რომელსაც მმართველი პარტია - ,,ქართული ოცნება'' მფარველობს.

ოფისს წითელი საღებავითაც შეღებეს. სათვალთვალო კამერის ჩანაწერის მიხედვით, ერთი დაუდგენელი პიროვნება 20 წუთის განმავლობაში მუშაობდა.

,,ამ პირს მითითებას აძლევდა კიდევ ერთი პირი. ეს არის ვანდალიზმი. ეს გაკეთებულია პუტინისტური დაჯგუფება - ალტინფოს წარმომადგენელი. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ქართული ოცნება ახალისებს კრიმინალურ ჯგუფებს. ეს მათი ერთობლივი შემოქმედება.'' - აცხადებს პარტიის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი ბექა ქორჩილავა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები