ახალი ამბები
ეტალონში გამარჯვებული მოსწავლეები შიდა ქართლიდან
გორში, ხაშურსა და კასპში სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონში" მონაწილე მოსწავლეებს შორის გამარჯვებულები გამოვლიდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სამივე მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები ავრცელებენ.

პროექტი შიდა ქართლის სამ რაიონში 2-4 თებერვალს ჩატარდა.

2 თებერვალს კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში "ეტალონი მოსწავლის" ტიტულს სოფელ დოესის საჯარო სკოლის, მე-12 კლასის მოსწავლე, მარიამ ხეჩიკაშვილი დაეუფლა.

3 თებერვალს ხაშურის სამუსიკო სკოლაში ,,ეტალონის მოსწავლის“ ტიტულს ივანე ხრიკულის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლე, ხატია ლომიძე დაეუფლა.

4 თებერვალს ქალაქ გორის კულტურის ცენტრში "ეტალონი მოსწავლის" ტიტულს გორის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე, ანა კორინთელი დაეუფლა.

სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ “ეტალონის” შემოქმედებითი გუნდი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ინოვაციურ პროექტს - ’’ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ- ჩემპიონატს" ახორციელებს.

პროექტის მიზანია 2015-2016 სასწავლო წლის საქართველოს "ეტალონი" მოსწავლის გამოვლენა.

მასში ჩართულია საქართველოს 9 რეგიონი.

სულ 82 ქალაქი და მუნიციპალიტეტი.

21 მაისს საუკეთესოთა შორის საუკეთესო - საქართველოს 2015-2016 სასწავლო წლის "ეტალონი მოსწავლე“ თბილისის სპორტის სასახლეში გამოვლინდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები