ერედვიდან დევნილ მრავალშვილიან დედებს საყოფაცხოვრებო ნივთები
აჩუქეს. ამის შესახებ ინფორმაციას ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა
ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, საჩუქრები გადაეცათ იმ მრავალშილიან დედებს,
რომლებსაც ჰყავთ 3 და მეტი შვილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.
,,3 მარტს ერედვის მუნიციპალიტეტმა ყველა დევნილთა დასახლებაში
მცხოვრებ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან დევნილ მრავალშვილიან
დედებს დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.'' - აღნიშნულია
მუნიციპალიტეტის განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები