ახალი ამბები
შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერებმა უკრაინისთვის სამედიცინო მასალების შესაძენად 50 000-მდე ლარი დახარჯეს
შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერებმა უკრაინისთვის სამედიცინო მასალების შესაძენად 50 000-მდე ლარი დახარჯეს.

პრეპარატები ძირითადად დამეგობრებულ ქალაქებში გაიგზავნა.

ყველაზე მეტი თანხა გორის მერიამ გამოყო. კერძოდ, გორის მერიამ უკრაინისთვის 20 000 ლარის ღირებულების მედიკამენტები შეიძინა,

კასპისა და ხაშურის მერიამ 10 000 ლარის, ხოლო ქარელის მერიამ უკრაინაში 8 000 ლარის ღირებულების სამედიცინო მასალები გაგზავნა.

უკრაინაში საომარი მოქმედებები 2022 წლის 24 თებერვლიდან დაიწყო. უკრაინაში რუსეთის არმია შეიჭრა და პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი მთავრობის ჩამოგდებას ცდილობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები