ახალი ამბები
სკოლების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 30-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდიინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები გორში დაათვალიერა.

კერძოდ, მიმდინარეობს გორის მე-5 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

თამარ სანიკიძესთან ერთად, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტის მოადგილე ფატემა სუმარი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე იმყოფებოდნენ.

პროექტის შედეგად, საერთო სარგებლობის ობიექტებისა და კომუნიკაციების რეკონსტრუქცია და სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა მოხდება.

ზემოაღნიშნულ რეგიონებში დაწყებული სამუშაოები პირველ სეზონს მოიცავს. ჯამში ახალ სკოლაში წელს 10 000 მოსწავლეს შევა.

მომავალი ოთხი წლის მანძილზე 100–მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც იგეგმება.

სარეაბილიტაციო სკოლების შერჩევას აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ორგანიზაცია ახორციელებს.

პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან. თანამშრომლობი
Print

სტატიის გამოყენების პირობები