ახალი ამბები
დღეიდან გორის უნივერსიტეტში უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი გაიხსნა
7 მარტიდან, გორის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიხსნება ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი.

ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს:

პრიორიტეტული ნივთები: ნებისმიერი ფანრები. Power Banks. სხვა საჭირო ნივთები: ლეიბები, დასაკეცი საწოლი, სითბოს დამზოგავი საბნები, საძილე ტომრები, საბნები, ბალიშები, თეთრეული, პირსახოცები.

ტანსაცმელი: საწვიმარი, თბილი ტანსაცმელი (თერმოტანსაცმელი), ქურთუკი, შარფი, ქუდი, ხელთათმანი.

სარეცხი და ჰიგიენის საშუალებები, ბალიშები, ქაღალდის პირსახოცები, ანტისეპტიკები, მრავალჯერადი და ერთჯერადი ნიღბები, წინდები, მიკროფიბერის პირსახოცები, მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭლის ნაკრები.

სწრაფი კვება, ენერგეტიკული ბარები, ჩირი, თხილი, დაკონსერვებული საკვები, ვერმიშელი, ხსნადი მარცვლეული.

მისამართი - გორი, ჭავჭავაძის #53, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები