ახალი ამბები
რუსეთის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნების სია დაამტკიცა
რუსეთის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნების სია დაამტკიცა. შესაბამის ბრძანებას რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი აწერს ხელს.

ბრძანების მიხედვით, ეს ის სახელმწიფოებია, რომლებიც „რუსეთის ფედერაციის, რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ არამეგობრულ საქმიანობას ეწევიან“.

დოკუმენტის მიხედვით, სიაში შედიან:

ევროკავშირის ქვეყნები
აშშ
ავსტრალია
ალბანეთი
ანდორა
გაერთიანებული სამეფო და მისი საზღვარგარეთის ტერიტორიები
ისლანდია
კანადა
ლიხტენშტეინი
მიკრონეზია
მონაკო
ახალი ზელანდია
ნორვეგია
სამხრეთ კორეა
სან მარინო
ჩრდილოეთ მაკედონია
სინგაპური
ტაივანი (ჩინეთი)
უკრაინა
მონტენეგრო
შვეიცარია
იაპონია
სიაში საქართველო და მისი მეზობლები არ ფიგურირებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები